თეთრი სახლის აპარატს პირველად უხელმძღვანელებს ქალი

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი საკადრო გადაწყვეტილება გამოაცხადა. თეთრი სახლის აპარატს ჩაიბარებს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სიუზან უაილსი.
67 წლის უაილსი -ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა სიუზი უაილსი საყოველთაო აღტაცებით და პატივისცემით სარგებლობს.
სიუზან უაილსი(სამეროლი) ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მისი მამა ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშე და მოგვიანებით პოპულარული სპორტული კომენტატორი პეტ სამეროლი იყო.
სიუზან უაილსმა მერილენდის უნივერსიტეტი დაამთავრა. 1980 წელს ჩართული იყო რონალდ რეიგანის საარჩევნო კამპანიაში. 1990-იანი წლებიდან იყო არაერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მრჩეველი და თანაშემწე. დონალდ ტრამპის და სიუზან უაილსის თანამშრომლობა 2016 წლიდან დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო