თეგეტამ მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა (რ)

მ, ს მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა.
თეგეტა, 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ექვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისს 8.3 მილიონი დოლარი განათავსა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე, პირველი აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ გალტ & თაგარტია, რომლის მხარდაჭერითაც კომპანიამ 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ გალტ & თაგარტთან პარტნიორობით, ჯამურად, 20
მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მათ შორის 7 მილიონი ევრო მიმდინარე მულტი-სავალუტო პროგრამის პირველ ტრანშად განთავსდა.

წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ უახლესი ტრანში 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ემისიის ვადიანობა 2 წელია, ხოლო მოზიდული სახსრების გამოყენებას, წინა ემისიის მსგავსად, კომპანია არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გეგმავს.