თებერვალში, სასტუმროებში უცხოელების საშუალო დანახარჯი 2-ჯერ აღემატებოდა ქართველების დანახარჯს, რესტორნებში კი 4-ჯერ – „თიბისი კაპიტალი“

2025 წლის თებერვალში, ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე გასული წლის იმავე თვეში, – ამის შესახებ „ს“ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები 13%-ით გაიზარდა წლიურად, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული.
„სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით ორჯერ აღემატება რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
რაც შეეხება რესტორნებს, უნაღდო დანახარჯები მიმდინარე წლის თებერვალში 36%-ით გაიზარდა წლიურად. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა დაახლოებით 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
მომხმარებლებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2025 წლის თებერვალში გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტი დახარჯეს. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 48%-იანი, ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.