თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა, გათხევადებული აირების კი – გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 4 ათასი ტონა, რაც 5,2 ათასი ტონით ანუ 56,5%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის თებერვალში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 3,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 77,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის – 0,9 ათასი ტონა (22,5%);
2024 წლის თებერვლის თვეში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 6,47 ათასი ტონა, რაც 3,37 ათასი ტონით ანუ 108,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,10 ათასი ტონა) შედარებით.
თებერვალში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,8% (6,46 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

ასევე დაგაინტერესებთ