თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი და საბურთალო ლიდერობს – სად ღირს ბინა ყველაზე ძვირი?

2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით დიდი დიღომი (24% მთლიან გაყიდვებში) კვლავ პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე საბურთალოა (18%).
ს“ უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა.
იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე მთაწმინდასა და ვაკეში $2,000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კრწანისი (+23%), მთაწმინდა (+14%) და ჩუღურეთი (+10%) გამოირჩეოდა.
2024 წლის თებერვალში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,358 შეადგინა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა.