,, ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით:
ბიძინა ივანიშვილს მართლა სჯერა, რომ მას გლობალური ომის დიფსთეითი თუ რაღაც მსგავსი მასონური ოხრობა ებრძვის და აყირავებას უპირებს
ირაკლი ს სჯერა ყველაფერი, რაც ბიძინას სჯერა და მათ შორის ისიც, რაც თვითონ არ სჯერა.
ს არაფრის არ სჯერა, მაგრამ თუ საქმეს და ბატონ ბიძინას ჭირდება, ყველაფერს იჯერებს.
სთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თვითონ რა სჯერა და რა არა, რადგან იცის, რომ ჯერ ის უნდა დაიჯეროს რის დაჯერებასაც ავალებენ.
ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე საზიზღრობა რაცაა, მხოლოდ იმას იჯერებს და მერე ასეთივე დისკურსით გარდაქმნის მათ გაორკეცებული სისაზიზღრის ნარატივებად, ქოცთა გულებს რომ ია-ვარდად ეფინება.
ნინო წილოსანმა რომ არ იცის რა დაიჯეროს, იმიტომაც სჯერა ბატონ ბიძინასი. აბა ამ უსამშობლო ოპოზიციას ხომ არ დაუჯერებს? კარგით რა, მართლა…
სოზარ სუბარს სჯერა ყველაფერი იმის საპირისპირო, რაც ადრე სჯეროდა, თუმცა, რა სჯეროდა ადრე ხეირიანად აღარც ახსოვს და არც უნდა რომ ახსოვდეს.
მე დავიღალე, თქვენ გააგრძელეთ…“

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის