თეა წულუკიანი – მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში

სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის დასკვნა „სთვის იქნება მორიგი განაჩენი“.
„ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენი, იმიტომ, რომ სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი; ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი. ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდით გაწია და თვითონ აწარმოვა, მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, პოლიტიკოსებთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არაა სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში!“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ