თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს – დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?

დამამშვიდებლის გარეშე გამოგიშვეს დღეს სახლიდან?, – ასე უპასუხა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, დეპუტატ ს რეპლიკას: „ტაში ამხანაგებო, ტაში“.
თაკო ჩარკვიანი აღნიშნული რეპლიკით პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რიმა ბერაძის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც თეა წულუკიანს ჩუბინაშვილის ქუჩაზე არსებული ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ თქვენ იმთავითვე გამოეხმაურეთ მოსახლეობის თხოვნას და რამდენიმე დღეში ეს მუზეუმი მწყობრში ჩადგება. მოსახლეობის სახელით მინდა [მადლობა] გადაგიხადოთ, მინდა წარმატებები გისურვოთ იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ხალზე და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა ჰქვია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ