თეა წულუკიანი: დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან ამ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების გარანტად და იმის გარანტად, რომ ქვეყანაში ბევრად უკეთესად იქნება ყველაფერი

„ქართული ოცნება“ არ ნერვიულობს იმაზე, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია, რადგან მათ რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„რესურსი არ ვიცი რამდენად არსებობს იმის, რომ ისინი შინაარსობრივად, ლოგიკურად და ადეკვატურად გადაჯგუფდნენ. ეს ალბათ უფრო იქნება ალოგიკური, ეკლექტური ტიპის მექანიკური გაერთიანებები, რაც შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს. მთავარი პრობლემაა ის, რომ დღევანდელ ოპოზიციურ დაჯგუფებებს არ გააჩნიათ ხედვა. ერთადერთი, რაც მათ აქვთ საერთო, არის გამწარება იმასთან დაკავშირებით, რომ აქამდე „ქართული ოცნება“ და ვერ დაამარცხეს და ვერ აჯობეს.
დღეს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რჩებიან ამ ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების გარანტად და იმის გარანტად, რომ ქვეყანაში ბევრად უკეთესად იქნება ყველაფერი, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ ღმერთმა არ ქნას და ამ დესტრუქციული ოპოზიციური ჯგუფიდან რომელიმე დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ მათ უწევთ რევოლუციურ სცენარზე ოცნება, ამაში ლობისტებისთვის ფულის გადახდა და ცდილობენ, რომ პრეზიდენტიც იყოს ამ ყველაფრის ხელის შემწყობი. თუმცა, „ქართული ოცნება“ არ ნერვიულობს იმაზე, როგორ გადაჯგუფდება ოპოზიცია, რადგან მათ რესურსი არ აქვთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო