თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება

დამრჩენია განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტიორი ზურა ადეიშვილი, მას უფრო მეტ ხელშეწყობას მისცემდნენ და შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება, ბავშვებს რატომ ემუქრებით გაუპატიურებით – შეიძლება კიდევ მეორედ ეწოდებინათ მათთვის ყველაზე „დემოკრატიული შუქურა“ და უვიზოც უფრო ადვილად მიეცათ, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა.
კომისიის დღევანდელ სხდომას დისტანციურად ერთვება გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე, რომელსაც წულუკიანმა გაუზიარა უვიზო რეჟიმის მისაღებად მუშაობის დროს როგორი შთაბეჭდილებები რჩებოდა მას, როდესაც იუსტიციის სამინისტრო შესაბამის დავალებებს იღებდა და ასრულებდა იმისთვის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა მიეღო.
„ხშირად მქონია შემდეგი განცდა, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ რომელიმე რეფორმა არ იყო წარმატებული, ამას თვითონ საჯარო მოხელეები და ბიუროკრატები დაუინტერესებელ და უანგარო, მიუკერძოებელ დოკუმენტებს ბრიუსელში წერდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული. ეს არ იყო პრობლემა. მე მრჩებოდა განცდა, რომ პრობლემა იყო ის, რომ მათთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ხელისუფალი. მეტიც, დამრჩენია ხოლმე განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან, მაგალითად, მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტიორი ზურა ადეიშვილი მას უფრო მეტ ხელშეწყობას მისცემდნენ და შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება, ბავშვებს რატომ ემუქრებით გაუპატიურებით, მოლაშვილს რატომ დააწვით ზურგზე სიგარეტის ნამწვავები, რატომ აუპატიურებდით ცოცხით ზოგიერთ პატიმარს, რატომ ჩაახშეთ სისხლით თქვენ მიერვე დაგეგმილი ბუნტი ორთაჭალის ციხეში, რატომ გააუქმეთ რეალურად სასამართლო, რატომ გყავდათ 30 000-მდე პატიმარი, ბიზნესს რატომ აუბედურებთ. ჩვენ ვნახეთ აქ გაუბედურებული ბიზნესმენები, მათი მეუღლეები, დანგრეული ცხოვრებები და ოჯახები. რატომ მოკალით როინ შავაძე, სანდრო გირგვლიანი, გამცემლიძე, რობაქიძე, დათო ცინდელიანი და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო. აი, ამას კი არ ჰკითხავდნენ, არამედ შეიძლება, კიდევ მეორედ ეწოდებინათ მათთვის ყველაზე „დემოკრატიული შუქურა“ მსოფლიოში და რეგიონში, უვიზოც უფრო ადვილად მიეცათ და ამ დროს, ჩვენ „თვალში ბეწვს ეძებდნენ“, აი, ეს განცდა მქონდა ყოველთვის, თითქოს, განცდა იყო ასეთი, რომ მათთვის მთავარი იყო საქართველოში, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის – მათთვის მისაღები „ხელის ბიჭი“ მთავრობა ყოფილიყო პოლიტიკურად მისაღები, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეუსრულებდა, მათ შორის გახსნიდა „მეორე ფრონტს“ მაგალითად, ცალ ფეხზეც დადგებოდა ასკინკილით და რეალურად, მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის უფლებების მდგომარეობას, როგორი იქნებოდა დემოკრატიის ხარისხი. ამიტომ, ხდებოდა თითქოს, რომ როგორც თქვენ ბრძანებთ, მოდი, გადავდოთ უვიზო მიმოსვლის მიცემა ქართველი ერისთვის ს მერე. თითქოს იყო გარკვეული იმედი, მათ შორის პოლონელი დეპუტატის სარიუშ ვოლკის მხრიდან, რომ იქნებ, ესენი შეიცვალონ და მერე მივცემთ უვიზო რეჟიმს. ეს განცდა მე მუდმივად მქონდა. თქვენ თუ გქონიათ იგივე აღქმა?“-მიმართა თეა წულუკიანმა დავით ბაქრაძეს.
თავის მხრივ დავით ბაქრაძემ უპასუხა, თუ როგორი განცდა რჩებოდა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაზე.
„კი. უფრო, ჩემი გადმოსახედიდან განცდა იყო ასეთი, რომ მათ მოედანზე ის, რაც ალბათ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნებოდა უბრალოდ ას მეტრიანი გარბენი, ჩვენთვის იყო ერთ კილომეტრიანი გარბენი ბარიერებით. დაახლოებით, ასეთი გზის გავლა გვიწევდა რომ შევადაროთ, როგორ შეიძლებოდა წარმოგვედგინა აღქმის დონეზე დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს შედეგი დგება, როცა დადიხარ უცხოს და არა შენი ხალხის ჭკუაზე – ისინი მშვენივრად, ტკბილად არიან, ახლახან ვნახეთ მიხეილ როთის ფოტო, რომელიც მზეზე ირუჯება და ძალიან კარგად არის თავის პენსიაზე პოლიტიკიდან

შალვა პაპუაშვილი – უვიზო მიმოსვლის შეჩერების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუკი თავნებობას და უსაფუძვლო გადაწყვეტილებებს ექნება ადგილი, ჩვენ ამის წინასწარ განჭვრეტა არ შეგვიძლია