თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – მადლობა, რომ მობრძანდით – როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი

მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი – ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.
წულუკიანი გახარიას პარლამენტში მისვლას დადებითად აფასებს.
„მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ ჩვენი დეპუტატის უფლებამოსილებებში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“,- განაცხადა წულუკიანმა.