გახარიას: ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას [20 ივნისს] ოპერაციის მართვისას, მათ შორის, ტყვიების გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, ახლა ამბობთ, რომ ბრძანება არ გაგიციათ და დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს

თეა წულუკიანი გახარიას: ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას [20 ივნისს] ოპერაციის მართვისას, მათ შორის, ტყვიების გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, ახლა ამბობთ, რომ ბრძანება არ გაგიციათ და დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს
აბსოლუტურად ყველა ინტერვიუში ნათქვამი გაქვთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას ოპერაციის მართვისას და ყველაფრის გამოყენებაზე, იღებდით თქვენ, მათ შორის – ტყვიების გამოყენებაზე, – განუცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობს.
წულუკიანის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გახარია ამბობდა, რომ მან გასცა ბრძანება და ყველაფერზე თავად იყო პასუხისმგებელი, ახლა კი, კონკრეტულ პოლიციელებს აბრალებს, რომ მათ ბრძანების გარეშე გამოიყენეს რეზინის ტყვიები.
„ახლა ამბობთ, რომ ეს კონკრეტული ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და მაპატიეთ ასე უნდა ვთქვა, ვინაიდან სხვა არაფერი მომხდარა ამ წუთში გარდა იმისა, რომ თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე მათ ითავხედეს და თვალები დასთხარეს ვიღაცებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო – თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს, ინტერვიუში ყველგან ამბობთ, მე გავეცი ეს ბრძანება და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო. მე პირადად, ვეღარ გავიგე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს