“თეატრალურის” რექტორმა გადაწყვიტა, რომ სტუდენტებს სტატუსი აღარ შეუწყვიტოს – ადმინისტრაცია

“საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს“- ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მათი ცნობით, ეს გადაწყვეტილება რექტორმა სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე მიიღო. რომ არა საზოგადოების ზეწოლა, რომ არა შეუგუებლობა, გამოდის, რექტორი ხელს მოაწერდა სტუდენტების გარიცხვას.
“სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა – სტატუსის შეწყვეტა”, – წერია უნივერსიტეტის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.
შეგასენებთ, რომ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ცნობით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუჩერა.
მათ სოციალურ ქსელში მეილი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომისიამ “ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი” განიხილა და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“