თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრის საშუალო ფასი 612 ლარია – PMCG

2024 წლის ნოემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 153 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
ამავე პერიოდში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 232 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასი 111 ლარი იყო.
„5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ნოემბერში 443 ლარი შეადგინა. თბილისში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 612 ლარი შეადგინა, კახეთში – 548 ლარი, გურიაში – 502 ლარი, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 372 ლარი.
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 5.3%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.4%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 4.7%-ით შემცირდა.
2024 წლის ნოემბერში, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 14.9%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.2%-ით გაიზარდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 18.9%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია PMCG-ის კვლევაში.