თბილისში 2 დღეა 82 წლის კაცს ეძებენ

Facebook ჯგუფ “დაიტოვეში” ახლობლები წერენ, რომ 2 იანვრის შემდეგ, 82 წლის კაცს ეძებენ, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა დაკარგულის თაობაზე პოლიციასაც აცნობა:
2 იანვრის საღამოს ჩემი მეუღლის ბაბუა წავიდა რუსთაველზე, აქციაზე. არის 82 წლის, მაგრამ ხშირად დადის მარტო, გაზაფხულის აქციების დროსაც ბევრჯერ წასულა მარტო, მაგრამ 2 იანვრის შემდეგ აღარ გამოჩენილა.აქვს მხოლოდ სმენის პრობლემა, სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელია. პოლიციაში უკვე განვაცხადეთ, მაგრამ თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, ან შეამჩნიოთ სადმე, გთხოვთ, მომწეროთ. არის მაღალი, თეთრი წვერით,შავი ქურთუკი აცვია,შავი სპორტული შარვალი,თეთრ ძირიანი კედები და შავი კეპი ახურავს.
პ.ს ტელეფონი არ აქვს. ფოტოსაც ვურთავ, რომელიც გადაღებულია 2024 წლის გაზაფხულზე.” ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას