თბილისში ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს

საქართველოში, თბილისში, მსოფლიო სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს.
სუპერვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე „დინამო არენას“ სტადიონზე 21:30 საათიდან გამოდის.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ დღეს განაცხადა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის თბილისში დაგეგმილ გრანდიოზულ კონცერტს 20 000-ზე მეტი ტურისტი ესწრება, ჯამში კონცერტს – 55 000 ადამიანი.
ჯასტინ ტიმბერლეიკი ამერიკელი პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი, სიმღერის ტექსტების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მოცეკვავე და მსახიობია. ის პოპულარული გახდა როგორც პოპულარული „ბოიბენდის“ – ‘N Sync-ის სოლისტი. 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი Justified, რომლის მსოფლიო მასშტაბით შვიდ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ჯასტინ ტიმბერლეიკი 10 „გრემის“ ჯილდოს მფლობელი და „ოსკარის“ ნომინანტია.