თბილისში, ფილარმონიასთან მოქალაქეები გამოექომაგნენ მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა (ვიდეო)

თბილისში, ფილარმონიასთან მოქალაქეები გამოექომაგნენ მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიჭირა და წაიყვანა. სამსახურის წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ ძაღლი ცოფზე ასაცრელად მიჰყავდა. მოქალაქეები პროცესს ეჭვის თვალით უყურებდნენ ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების ფონზე.
ვიდეო © მამუკა ანდღულაძე