საქართველოში მიმდინარე უეფას ლიცენზირების რეგიონული ვორქშოფი 21 თებერვალს დასრულდა. ღონისძიებაში უეფას წევრი 18 ფეხბურთის ფედერაცია მონაწილეობდა.
ვორქშოფის დაწყებამდე, უეფას საკლუბო ლიცენზირების ხელმძღვანელი ალეშ ზავრი, საკლუბო ლიცენზირების მენეჯერი ანა პოლატოვსკა და საკლუბო ლიცენზირების სპეციალისტი დავიდ პერადალტა ნეგრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ასევე ლიცენზირების ექსპერტებს და ლიცენზირების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. 20 და 21 თებერვალს, ვორქშოფს სასტუმრო შერატონმა უმასპინძლა, სადაც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ვორქშოფის მონაწილეებს საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის წევრებმა კი, კოლეგებს საკუთარი
გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში, ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ სიახლეებს, რომლებიც უეფას მხრიდან ინერგება. ვორქშოფს ევროპული ფედერაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ უეფას საკლუბო ლიცენზიების მაძიებელი კლუბები.
GFF.GE
