თბილისში ტრამვაის ხაზების გაყვანის საკითხი განიხილება

თბილისში ტრამვაის ხაზების გაყვანის საკითხი განიხილება. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარების გეგმაშია მოცემული.
დოკუმენტის მიხედვით, დიდი დიღომი სხვა უბნებს შესაძლოა ტრამვაის ხაზით დაუკავშირდეს.
კვლევის მიხედვით, ამ მიმართულებით სატრანსპორტო კვანძების განვითარება აუცილებელია, რადგანაც მოსალოდნელია, რომ 2042 წლამდე დიდი დიღმის მოსახლეობა 54.6%-ით გაიზრდება.
დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის განვითარების გეგმა:
დიდი დიღომი საბჭოთა პერიოდში გაშენდა ქალაქის ჩრდილოეთით, როგორც ახალი საცხოვრებელი უბანი. იგი ყოველთვის განიცდიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცუდ კავშირს. ამჟამად ტერიტორიას გადატვირთული ავტობუსები და მიკროავტობუსები ემსახურება, რის შედეგადაც ადამიანები ქალაქის ცენტრში უმეტესად ავტომობილით მგზავრობენ. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში შემოთავაზებული TBT (10 საავტობუსე ზოლით შეკრული დერეფანი) ქსელი დიდ დიღომს თბილისის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, დიდ დიღომსა და ქალაქის ცენტრს შორის მგზავრობისთვის უმჯობესი იქნება სარკინიგზო სისტემა. ეს შეესაბამება ქალაქში სარკინიგზო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლის თბილისის გრძელვადიან ხედვას, რომელიც მიჩნეულია უფრო კომფორტულად და ეფექტურად.
დიდ დიღომთან სარკინიგზო კავშირის შემდეგი ვარიანტები შეიძლება განიხილოს:
ვარიანტი 1: ცენტრალური რკინიგზის სადგური სარაჯიშვილის გავლით დიდ დიღომამდე – ტრამვაის მატარებელი, რომელიც მაგისტრალურ სარკინიგზო ქსელზე ივლის სარაჯიშვილის სადგურამდე, შემდეგ კი სპეციალური ტრამვაის ხაზით გადაადგილდება. ეს დაკავშირებული იქნება შემოთავაზებულ სამგზავრო სარკინიგზო ქსელთან;
ვარიანტი 2: დიდუბის სატრანსპორტო კვანძიდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება;
ვარიანტი 3: საბურთალოდან დიდ დიღომამდე – ეს უფრო ტრადიციული ტრამვაის სერვისი იქნება.
კიდევ ერთი ალტერნატივა, რომლითაც დიდი დიღმის დაკავშირება განიხილება არის ამ უბნიდან დელისის მიმართულებით ახალი საბაგიროს გაყვანა.
bm.ge