თბილისში, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. ასამბლეის დამფუძნებელთა თქმით, მათი მიზანია, რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება.
“თავისუფალი სიტყვას ადრესატამდე მისვლის უწევს დეზინფორმაციის, მანიპულაციის პროპაგანდის ნიაღვარის გადალახვა, ამას უმატებენ შემზღუდავ კანონებსა და ისევ სასტიკ ძალადობას. ჩვენი კოლეგების ნაწილი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა.
ერთ წვრილ ძაფზეა ახლა მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თავისუფალ სიტყვას დაცვა და დახმარება სჭირდება – დავკარგავთ სიტყვას, დავკარგავთ თავისუფლებას”, – თქვა ჟურნალისტმა.
ისტორიკოსმა, ბეჟან ჯავახიამ ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია”.
„ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურასა და ტირანიაში, მივდივართ რუსეთისკენ, რადგან ეს ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია”, – თქვა ბეჟან ჯავახიამ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/rr7f76zxo6jahlh-s1dw0Y-300x164.jpeg)