თბილისში საპროტესტო მსვლელობა – „დედები თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს

„დედები თავისუფლებისთვის“ ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები, წარწერით: „რუსული ოცნება” ანადგურებს მომავალს“, „დე, შენთვის ბოლომდე“, „იბრძოლე შვილებისთვის“, „ჩვენი შვილები იმსახურებენ ხარისხიან განათლებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო