თბილისში საპროტესტო მარშს მართავენ ემიგრანტებიც, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას შეუერთდებიან

ქართველი ემიგრანტები მარჯანიშვილის მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის გავლით, რუსთაველის გამზირის მიმართულებით აქცია-მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
როგორც მსვლელობის მონაწილე ქართველი ემიგრანტები აცხადებენ, ეწინააღმდეგებიან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და სამშობლოში პროტესტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.
„თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, „ჩატარდეს ახალი “, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
მათ თან აქვთ სხვადასხვა ბანერები, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის სახელწოდებაა დატანილი, მათ შორის: ამერიკა, იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი. ბელგია.