თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, კომერციულ ფართში მოხდა, რომელიც ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა და იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შემთხვევის შედეგად ახლოს მიმდებარე კორპუსების მინებიც ჩაიმსხვრა. დაზიანებულია ავტომობილებიც.
კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული არიან -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.
თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, სამტრედიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე.
“სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა კორპუსის პირველი სართულის აფეთქება. ფართი არის კომერციული, შიგნით მცხოვრებლები არ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს კორპუსის დათვალიერება. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კორპუსიდან, სადარბაზოებიდან და საცხოვრებელი ბინებიდან გამოყვანილია ყველა მოქალაქე. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი სამუშაოები”,- განაცხადა მუსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან ერთადერთი შეხვედრა გვქონდა, ეს იყო პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა გავმხდარიყავით გმირები და გმირად გახდომა ნიშნავდა იმას, რომ უნდა გაგვეხსნა მეორე ფრონტი, ის მოქმედებდა, როგორც დიფ სთეითის აგენტი

ოპოზიციას აქვს რთული მდგომარეობა, რაღაც რიტუალივით აქვთ, ერთი საათით გადაკეტავენ ქუჩას 300-კაციანი აქციით და ბრუნდებიან სახლებში, ათი ათასობით ლარს იხდიან ყოველდღიურად ბიუჯეტში, ამისთვის ერთგვარი მადლობაც შეიძლება გადავუხადოთ მათ

არ შეიძლება, დავუშვათ ამ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკის გარედან დაფინანსება, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები, ყველანაირი პროცესის წამომწყები, რაც პოლიტიკას უკავშირდება, შეიძლება იყოს ქართველი ხალხი და არავინ სხვა