თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი” აღინიშნა

19 მაისს, თბილისში საიათნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი 110-ე ტრადიციული „ვარდატონი” აღინიშნა. ინფორმაციას საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს.
„თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, როგორც ყოველ წელს, პანაშვიდის წესის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა ეკლესიის ეზოში დაკრძალული უკვდავი საიათნოვას საფლავი ყვავილებით შეამკეს. ამასთან, გორგასლის მოედანზე, ღია ცის ქვეშ საზეიმო კონცერტი გაიმართა. დამსწრეებს მიესალმა ააიპ „ქართველ სომეხთა კავშირი”-ს ხელმძღვანელი მ. არაქელოვა. ასევე, სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სომხეთის ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი. ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები, ასევე საზოგადოების წინაშე ხალხური მუსიკისა და ცეკვის ეროვნული ცენტრის სომხეთის ეროვნული საკრავების სახელმწიფო ორკესტრი წარდგა. საზეიმო კონცერტს თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვა სტუმრები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“