თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა

2025 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, თბილისში პარკირების ჯარიმები 56%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის 3 თვეში არასწორი პარკირებისთვის 1 932 071 ლარის ჯარიმა დაიწერა, 2024 წლის იანვარ-მარტში კი ეს მაჩვენებელი 4 403 616 ლარის.
ამასთან, შემცირებულია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.
წყარო