თბილისში მცხოვრებლების საშუალო ნომინალური ხელფასი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში მცხოვრებლებისას 2.3-ჯერ აღემატება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (2023 წლის IV კვარტალი) საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2044.5 ლარია.
ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ყველაზე მაღალი (2392.9 ლარი) დედაქალაქში , ხოლო ყველაზე დაბალი (1013.6 ლარი) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
თბილისი- 2392.9 ლარი
აჭარის ა.რ.- 1796.5 ლარი
გურია- 1156.6 ლარი
იმერეთი- 1339.0 ლარი
კახეთი- 1289.2 ლარი
მცხეთა-მთიანეთი- 1828.2 ლარი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1013.2 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1310.2 ლარი
სამცხე-ჯავახეთი – 1391.1 ლარი
ქვემო ქართლი – 1594.9 ლარი
შიდა ქართლი – 1283.7 ლარი

ასევე დაგაინტერესებთ

შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი პირობაა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის – ირაკლი კობახიძე