თბილისში მიმდინარე პროტესტს, სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ

თბილისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით მიდიან პარლამენტის შენობასთან, სადაც “აგენტების კანონის” წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია იმართება. დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი სადავო კანონპროექტს – პლენარულ სხდომაზე ამ კანონის მესამე მოსმენა 14 მაისს არის დაგეგმილი.
მსვლელობაში მონაწილე სტუდენტების ნაწილი 13 მაისიდან გაფიცულია – 15-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აქციებში აქტიური ჩართულობის მიზნით, უარი თქვეს აუდიტორიებში სიარულზე.
სტუდენტების მსვლელობა თსუ-ს ეზოდან დაიწყო და რუსთაველის გავლით, პარლამენტის შენობისკენ მიემართება. ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებას “რუსულ კანონად” წოდებულ კანონპროექტზე უარის თქმას სთხოვენ.
სტუდენტების მსვლელობის პარალელურად ბრიფინგი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ – მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ “ქართული ოცნება” ამ კანონს მიიღებს და ეს იქნება მოსახლეობის უმრავლესობის ნების აღსრულება.
ორშაბათს დილით, სანამ მმართველი პარტია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით, სულ რაღაც 67 წამში დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, მათგან ორი ამერიკის შეერთებული შტატების, ერთი კი ს მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის არიან დაკავებულები.
დაკავებულების ნაწილს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა 13 მაისს.