თბილისში ,,კანონიერი ქურდი” გელა თბილისკი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ე.წ. კანონიერი ქურდი გელა თბილისკი დააკავა. ის კრიმინალურმა პოლიციამ აიყვანა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ გელა ჯოჯუა თავისი შვილის, MMA-ის მებრძოლის ლიანა ჯოჯუას სანახავად იყო მისული.
უცნობია, როგორ გადმოკვეთა მან საზღვარი ან რომელი სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში. ის არაერთხელ იყო დაკავებული ში.
მას ედავებოდნენ როგორც ქურდული სამყაროს წევრობას, ასევე კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო – 236-ე და 260-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და ფართების საკუთრებაში გადაცემა – დაზარალებულია 161 მოქალაქე, ზარალის ღირებულება 11 მლნ ლარს აღწევს

ახლობლების ინფორმაციით, 20 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გორში, სავარაუდოდ, მეუღლემ, სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება