თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან, ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.
აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახლებას ეწინააღმდეგებიან. ისინი ასევე აპროტესტებენ რამდენიმე დღის წინ, კეკელიძის N1-დან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულებისთვის — გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის — წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები არიან მოძრაობა “ხმის”, “რიონის ხეობის გადასარჩენად” მოძრაობის წარმომადგენლები, ჭიათურელი მაღაროელები, კურიერები, უკვე გამოსახლებული და გამოსახლების მომლოდინე ოჯახები.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ძველი თბილისური გამოთქმაა: „სამი კაციც ბანდააო“ და ესეც დასჯადი ხდება – ამბობენ, „50 აკაცუკი არავის აინტერესებს“, „რაც უნდათ ის ქნანო“ და პარალელურად, ტროტუარზე დგომასაც უზღუდავენ – ისტერიული, პანიკური შიში აქვთ, სხვა ახსნა არ აქვს

შალვა პაპუაშვილი – პრობლემა დღეს ნატო-შია – რას ნიშნავს გაღებული კარი? თუ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, რომ ორპირ ქარში ადამიანი გაცივდეს – უკრაინის მაგალითზე, ეს ჰგავს მომენტს, როდესაც სატყუარაა ჩამოკიდებული, რომელსაც ვერასდროს უნდა მისწვდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე – მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, საქართველოს გაქრობა, გადაშენება, ან გადაჯიშება – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს: „მე თუ კარგად ვარ, ცხოვრება აწყობილიაო“, მაგრამ ხიფათი ყველას გვემუქრება