თბილისში, ვაკის სასაფლაოსთან კაცი დაჭრეს

თბილისში, ვაკეში კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სასაფლაოსთან მოხდა და მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.