თბილისში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ავტოფარეხში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ე.წ. მერვე ლეგიონის დასახლებაში ერთ-ერთ ავტოფარეხში აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქდა ე.წ. გაზის ბალონი.
მათივე ცნობით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, აფეთქების შედეგად ეზოში გაჩერებული ავტომანქანები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ