თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას ბათუმიდან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდანაც უერთდებიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას დან, ქუთაისიდან, წალენჯიხიდან და ზუგდიდიდანაც უერთდებიან. ქუთაისში მოქალაქეები, აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ. ისინი გმობენ წუხელ რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ ძალადობას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.
ზუგდიდიდან, თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და წუხელ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გაემგზავრნენ. მათი განცხადებით, საქართველოში სკენ სვლა არასოდეს მოხდება.
თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას წალენჯიხიდანაც შეუერთდებიან.
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი თბილისში უკვე წამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ