თბილისში „დაიტოვეს“ აქცია დაიწყო – საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა

თბილისში მორიგი აქცია-მსვლელობა ტარდება – თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკება.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“, რომელიც ფეისბუკზე შეიქმნა „აგენტების კანონის“ მიღების პერიოდში, მოხალისეთა მიერ, რათა დედაქალაქში მიმდინარე აქციებზე დასწრება რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შესძლებოდათ.
აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო გაყალბდა.
ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
მსვლელობა 19:20 საათზე დაიწყო თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
ფორუმი