თბილისში, ბინის გაქურდვის ბრალდებით 46 წლის კაცი დააკავეს

პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი – 1979 წელს დაბადებული ზ.მ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს”, – აღნიშნულია -ს განცხადებაში.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.
პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ზ.მ.-ს მიერ სხვადასხვა დროს მოპარული ნივთები და საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?