თბილისში ბანკის თანამშრომელმა ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა

10 წლის წინ, „საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა.
მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.
თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
ილია გელაშვილი დაიბადა ბორჯომში, სკოლა დაამთავრა გორში. მისი ოჯახის და სხვა წევრების შესახებ ცნობილი არაფერია.
„საქართველოს ბანკში“ მუშაობამდე ილია გელაშვილი „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა.
სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ გელაშვილს ევალებოდა.
ილია გელაშვილი ამ დრომდე იძებნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ