თბილისში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.