თბილისსა და ქუთაისში ნაშუაღამევს სამ საათში სულ მცირე 7 ადამიანი დააკავეს – საია

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, 10 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 03:00 საათამდე შუალედში, თბილისსა და ქუთაისში, სულ მცირე, 7 ადამიანი დააკავეს.
„ბოლო 3 საათში თბილისსა და ქუთაისში 7 პირის დაკავების/ჩხრეკის შესახებ შეგვატყობინეს არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე. მათ შორის, ერთი სისხლის სამართლსი წესით არის დაკავებული“, – წერს ქურდოვანიძე ფეისბუკზე.
მისი თქმით, ორგანიზაცია ცდილობს გაგებას, თუ სად გადაიყვანეს დაკავებულები.
„თითქოს რომ მშვიდი ღამეა, ადამიანების დევნა და ტერორი გრძელდება“, – წერს იგი.
10 დეკემბერს, ნაშუაღამევს, 01:30-01:45 საათის შუალედში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „მაკდონალდსთან“, სასტუმრო „სტამბასთან“ და, ასევე, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულ მცირე, ხუთი მოქალაქე დააკავეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ