თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. პროტესტის 142-ე დღეს თბილისში, 19:00 საათზე აქცია გაიმართება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, 20:00 საათზე კი მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან. ასევე, 21:00 საათზე საჯარო ლექციაა დაგეგმილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ძეგლთან.
რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:
გორი – საკრებულოს წინ 17:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი “.
ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება.
ახალციხე, შოთა რუსთაველის ძეგლთან, აქცია 18:00 საათზე გაიმართება.
– საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე- პროტესტი გაიმართება ლოზუნგით „სამშობლოს სამსახურში“.
ზუგდიდი – სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 19:00 საათზე – აქცია გაიმართება სახელწოდებით – „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“.
თელავი – მერიის წინ, აქცია დაგეგმილია 19:00 საათზე;
ქუთაისი – მერიის წინ მოქალაქეები 19:00 საათზე შეიკრიბებიან, ლოზუნგით: „კი ევროპას, არა რუსეთს“.
ჩხოროწყუ – მერიის წინ, აქცია 20:00 საათზე გაიმართება სახელწოდებით – „გაბედე პროტესტი ყოველდღე“.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას