თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია – მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება.
აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის:
14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ – სარაჯიშვილის მეტრო
15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ – კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან
18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ – შოთა რუსთაველის ძეგლი
19:00 – აქცია საქართველოს პარლამენტთან
19:00 – აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან
20:30 – „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“ – ფილარმონია
21:00 – საჯარო ლექცია – „ღია სივრცის ტექნოლოგიები პოლიტიკური გარდაქმნისთვის“ – ქაშვეთსა და კლასიკურ გიმნაზიას შორის
21:30 – საჯარო დისკუსია – „როგორი სახელმწიფო გვინდა“ – არწივის ქვეშ
რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისში, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება აქცია სახელწოდებით „კი ევროპას, არა რუსეთს!“
ბათუმში, 19:00 საათზე მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართავენ აქციას – „სამშობლოს სამსახურში!“
ზუგდიდში, 17:00 საათზე – „ბრძოლა გამარჯვებამდე“ – სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავში, 18:00 – „უწყვეტი პროტესტი თელავში!“ – მერიის წინ
ახალციხეში, 18:00 საათზე – „არა რუსულ რეჟიმს“ – შოთა რუსთაველის ძეგლთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს