„თბილისი ენერჯი“ – საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს – რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს

საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 18 :00 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 91 700 აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დარჩენილი 16 000 -მდე აბონენტის ჩართვა. აქტიური სამუშაოები გრძელდება.
„რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.
კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში