თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია სპეცტექნიკით დაასუფთავეს. ტერიტორია სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია გაეცნენ.
„ეს ტერიტორია „საქართველოს რკინიგზის“ მოვლა-პატრონობაშია და ამჯერად აქციის სახით საკმაოდ დიდი მოცულობის ნარჩენები გავიტანეთ. დედაქალაქის მასშტაბით მსგავს ერთობლივ აქციებს სისტემატურად ვგეგმავთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, გთხოვთ, ნუ დავანაგვიანებთ ასეთ ადგილებს“, – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
დასუფთავების აქციაში ასევე ჩართული იყვნენ „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ