თბილისის შემდეგ ქუთაისი – უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ “შვიდკაცას” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება

თბილისის შემდეგ ქუთაისი – უძველესი სატახტო ქალაქი ანსამბლ “შვიდკაცას” გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადება. მომღერლები, რომლებიც უკვე 25 წელია სცენაზე დგანან, მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად წარდგებიან.
ჯანსუღ კახიძის უკვდავ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელი, ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში 31 იანვარს თანამედროვე ავტორების კომპოზიციებსაც მოისმენს. “შვიდკაცასთან” ერთად კონცერტზე მისული მოქალაქეების განწყობაზე იზრუნებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავებიც.
ქუთაისის გარდა, ანსამბლი “შვიდკაცა” კონცერტებს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს