თბილისის ქუჩებში საზეიმო განწყობაა – ეს განსაკუთრებით საშობაო სოფელში იგრძნობა

დღეს, 2024 წლის პირველი იანვარია – თბილისის ქუჩებში საზეიმო განწყობაა, ეს განსაკუთრებით საშობაო სოფლებში იგრძნობა.
ორბელიანის მოედანზე, სადაც ელექტრონული მუსიკის საღამო უნდა დაიწყოს, ისევ უამრავი ადამიანია შეკრებილი.
თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნინუცა ბუცხრიკიძემ განმარტა, ორბელიანის მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობებია წარმოდგენილი.
“7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღიურად ასეთი ჟრიამული იქნება. ჩვენი მხრიდან, თბილისის მერია, აქ მოსულ ადამიანებს, არაჩვეულებრივ, მრავალფეროვან პროგრამას. დღის განმავლობაში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი სხვადასხვა აქტივობებია წარმოდგენილი. ველოდებით ყველას, ყოველდღიურად, დღის 12 საათიდან ღამის 10 საათამდე, რომ ეს არაჩვეულებრივი განწყობა გადავდოთ”, – განაცხადა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში