თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის, წმინდა ნინოს, მარატ ნოზაძის, ლეო კერესელიძის, ალეკო გობრონიძის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.