თბილისის ქუჩები, რომლებსაც 15 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 15 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, დოდო აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ნინოშვილის და გედევანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ბარნოვის, რაფიელ ერისთავის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალის დასახლების, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების, ლევან ღოღობერიძის, სერგი სურგულაძის, ანდრო ჟორს, მერაბ ნიქაბაძის, ევგენი გეგეჭკორის, ჟორდანიას, ლომინაძის და ბერუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზრის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), რაფიელ დვალის, ვიქტორ კუპრაძის და სესილია თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.