თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ორი ექსპერტი მისცემს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე „ოცნება“ ამბობდა, ჩალის ფასი აქვსო, შემდეგ თქვეს, სიცრუეები წერია, მაგრამ სიმართლეცო, საბოლოოდ, ყველას მოუწევს პასუხის გაცემა – ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, ანუ სამართლიანობის აღდგენის