თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. პროცესს ესწრება ორივე ბრალდებული.
ცნობისთვის, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ