თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორ როინ ხინთიბიძეს სასამართლოში 2 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია მიმდინარე აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.