თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც შესაძლოა ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.
ამის შემდეგ კი მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ გავა, ასევე შესაძლოა განაჩენი დღევანდელ სხდომაზევე გამოცხადდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს