თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე დასკვნით სიტყვას იტყვის.
პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.
თედო აბრამოვი 7 დეკემბერს დააკავეს. თედო აბრამოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს.
აღნიშნული ქმედება 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?